მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფუდ ალიანსი" პროდუქციის ექსპორტს ისრაელში გეგმავს

622f26b242043
მარიამ იზორია
20.03.22 22:06
1309
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის ექსპორტზე გატანს გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კოხრეიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები ისრაელთან აქვთ, თუმცა “ფუდ ალიანსმა” სურსათის უვნებლობის სერთიფიკატი FSSC 22000 მოიპოვა, რომლის საშუალებითაც კომპანიას ექსპორტის ნებისმიერი მიმართულებით განხორციელება შეეძლება.

“ოპერირება პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. ჩვენ ქართულ და ევროპულ პურ-ფუნთუშეულს, მათ შორის კრუასანს, ხაჭაპურს, ლობიანს, შოკური გაყინვის მაცივარში ვყინავთ, -18 გრადუსის პირობებში ვაყოვნებთ და ჩვენს პარტნიორებს - "კარფურს", "ევროპროდუქტს", "სპარს" ვაწვდით. ნაწარმი ჯერჯერობით ჩვენი ბრენდის ქვეშ არ იყიდება, თუმცა ჩვენი საცალო შეფუთვების გამოშვებასაც ვგეგმავთ. თავდაპირველად მუშაობას ჰორეკა მიმართულებით ვაპირებდით, მაგრამ რადგან პანდემიის გამო ეს მიმართულება გაჩერდა, რითეილზე გადავედით და ქართული გაყინული პროდუქციის, ხაჭაპურის, ლობიანის, წარმოებაც დავიწყეთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ დროისთვის მოლაპარაკებას ისრაელთან ვაწარმოებთ. დაინტერესება ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც არის”, - აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.

ინფორმაციისთვის, სამოცამდე დასახელების ქართული და ევროპული პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ფუდ ალიანსის” დღიური წარმადობა ოთხ-ნახევარი ტონა პროდუქტია, თუმცა საწარმოს დღეში 12 ტონამდე პროდუქციის წარმოების საშუალება აქვს. ნატახტარში მდებარე საწარმო 100-მდე ადამიანს ასაქმებს. დასაქმებულთა 80% სამაჩაბლოდან დევნილები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები