მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰორეკა სექტორმა დისტრიბუტორების მიმართ დავალიანება გადაიხადა" - ალავერდაშვილი ₾25 მილიონამდე დავალიანებაზე

630632c8f1072
ალა ისპირიანი
24.08.22 20:20
1124
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ₾25 მილიონამდე დავალიანება, რომელიც ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორების მიმართ ჰქონდა, გადახდილია.

მას Bm.ge -სთან აღნიშნული თანხის გადახდის ბოლო თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ დავალიანება ნელ-ნელა დაფარეს.

„არავის ვალი აღარ გვაქვს. ჩავხურეთ, მოვრჩით, ყველა ვალი გასწორებულია. თანდათანობით გაუსწორეთ ყველაფერი“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის, პანდემიის პერიოდში დისტრიბუტორთა ასოციაცია აცხადებდა, რომ დარტყმამ, რაც კოვიდიდან გამომდინარე, ჰორეკა სექტორს მიადგა, დისტრიბუტორებიც სერიოზულად დააზარალა, რადგან პანდემიის პერიოდში ჰორეკა სექტორს მათ მიმართ 20-დან 25 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები