"იწის ღვინო" ექსპორტზე უახლოეს მომავალში გავა. კომპანიის დამფუძნებლის, ვლადიმერ გურგენიძის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით პროდუქცია, რამდენიმე გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა. უახლოეს მომავალში კი "იწის ღვინო" იაპონიაში, კიდევ ერთ გამოფენაზე გაიგზავნება.
როგორც კომპანიის დამფუძნებლმა, BM.GE-ს განუცხადა, ამ ეტაპზე 8 დასახელების ღვინოს აწარმოებენ, 8000 ბოთლის მოცულობით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.