მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერკი": მომავალი წლიდან წარმოების 60-70%-ის ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ

6239d5ac30c9b
მარიამ იზორია
26.03.22 17:00
1003
“კერკი”, რომელიც მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს, ჩურჩხელასა და დაფასოებულ თხილეულს სთავაზობს, მომავალი წლიდან წარმოების 70%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ნინო რესულიძემ განუცხადა, "კერკი" უკვე ორ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა, სადაც გაცნობითი მოლაპარაკებები აწარმოეს. ამ დროისთვის პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოფენაზე “კერკის” პროდუქციის მიმართ დაინტერესება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან და აშშ-დან იყო.

აღსანიშნავია, რომ "კერკის" პროდუქცია უახლოეს მომავალში რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელშიც გამოჩნდება.

“ორ მასშტაბურ გამოფენაში, GULFOOD 2022-სა და AgriteQ-ში მივიღეთ მონაწილეობა. ეს ჩვენთვის, როგორც ახალი წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენაზე კონტაქტების გაცვლა მოვახერხეთ, ამასთან გაცნობითი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავცვალეთ დეტალური ინფორმაცია პროდუქციის მახასიათებლებზე, ხარისხის დოკუმენტებზე, წარმოების მოცულობასა და მიწოდების ვადებზე.

მომავალი წლიდან ჩვენი წარმოების 60%-70%-ის საექსპორტო ბაზრებზე გატანას ვგეგმავთ, მიმდინარე წელს კი ადგილობრივ ბაზარს ავითვისებთ და რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელშიც შევალთ”, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, “კერკი” ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. წარმოებისთვის $700 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები