ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
"ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა ხანმმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.