მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათის" გაუქმების გამო რკინიგზა რეისებს ამატებს და განრიგს ცვლის

60dc52a1d1c15
ინგა მურუსიძე
30.06.21 15:28
879
1 ივლისიდან საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს.

როგორც bm.ge-ს "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი ივლის. "კომენდანტის საათის" გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

"აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები