მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საწინდარია" - თორნიკე გოგიჩაიშვილი

61629d0643945
თათია კაკიაშვილი
10.10.21 16:10
1220
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საწინდარია. ჩვენ თუ გვინდა, ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, თუმცა ბიზნესდაჯილდოება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს არ მოიცავს. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, სადაც ყველა ზომის ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას, თუმცა ვცდილობთ, რომ აქცენტირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გავაკეთოთ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა გადაცემა "ფორბს კვირაში" განაცხადა.

გოგიჩაიშვილმა დააანონსა, რომ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირება 15 ოქტომბრამდე, კომპეტენტური ჟიური კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, ტრადიციულად, დეკემბერში გამოავლენს.

წელს გამარჯვებული კომპანიებისთვის რიგი სიახლეებიც იგეგმება:

„ჩვენ დავამატეთ საჩუქრების პაკეტი, რომელიც ჩვენი მხრიდან მხოლოდდამხოლოდ დახმარებას გულისხმობს, ეს იქნება მარკეტინგის, IT კუთხით, ვების საინფორმაციო უზრუნველყოფის, ბრენდინგის მხრივ და ა.შ. ჩვენი სპეციალისტები თავიდან ბოლომდე იმუშავებენ დაჯილდოებაში გამარჯვებული კომპანიების საკეთილდღეოდ. უნდა ითქვას ისიც, რომ თვითონ დაჯილდოება ძალიან გამჭვირვალეა, ჟიური აბსოლუტურად დამოუკიდებელია და, შესაბამისად, ასეთივეა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესის წამოწყების ერთერთი მთავარი ფაქტორი, მართალია, კომერციული ინტერესია, თუმცა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით, თვითრეალიზაციის პროცესიც უმნიშვნელოვანესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები