მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეამას" ცივი ყავის ახალი კაფსულები - შექმნილი სპეციალურად ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

62de60e1d2834
BM.GE
25.07.22 13:38
1211
ცივი ყავის მოყვარულებისთვის მეამამ ამერიკულ და ევროპულ ფორმატში ყავის ახალი, სეზონური კაფსულები შექმნა.

ცივი კლასიკი და ცივი ინტენსიური ორი განსხვავებული გემო, სიძლიერე და მოხალვის ინტენსივობა მეამას ტექნოლოგებმა სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის შექმნეს. ორივე სახეობის კაფსულა ცივი ყავის სხვადასხვა სასმელებისა და კოქტეილების მომზადებისას, არომატული შენარევების მიუხედავად, არ კარგავს გემოვნურ თვისებებს და ინარჩუნებს უნიკალურობას.

ცივი კლასიკი საშუალოდ მოხალული მარცვლებისგან იქმნება და ჰაეროვან, განმეორებად გემოს ქმნის. ორგანული და ნატურალური არაბიკას მარცვლებისგან შექმნილი ყავის ეს ახალი კაფსულა დახვეწილი, რბილი და მოტკბო ტონებით გამოირჩევა.

ცივი ინტენსიური საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც უპირატესობას მუქად მოხალულ, ძლიერ გემოს ანიჭებს. ცივი ყავის ეს ახალი კაფსულა არაბიკასა და რობუსტას მწვანე მარცვლების ნაზავით განმეორებად და ინტენსიურ გემოს ქმნის.

მეამას ყავის ტექნოლოგების განმარტებით - “ცივი ყავის კაფსულების შექმნის წინაპირობა ზაფხულისთვის ყველა კაფსულისგან გამორჩეული, ახალი გემოების დამატება იყო, რომელიც ყინულთან ერთად შეინარჩუნებდა გემოვნურ თვისებებს და არ დაკარგავდა მეამას ყავისთვის დამახასიათებელ ინტენსიურობას და განსხვავებულ გემოს."

მეამა ის ბრენდია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ყოველთვის ქმნის ახალ და განსხვავებულ, არომატულ გამოცდილებებს. ზაფხულშიც ცივი ყავის სასმელების მოთხოვნას მეამამ ამ საინტერესო გადაწყვეტილებით უპასუხა.

ახალი ცივი ყავის კაფსულები სეზონურია და მათი შეძენა მეამას ბრენდულ სივრცეებში, ონლაინ მაღაზიასა და ცხელი ხაზის საშუალებით არის შესაძლებელი.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები