ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეგზიტპოლი ჩაატარა კომპანია "ანოვამ". ტელეკომპანიამ ეგზიტპოლი ხუთ ქალაქში ჩაატარა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 49%-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ამომრჩეველთა 51%-მა დაუჭირა მხარი.
ინფორმაციისთვის: არჩევნების პირველ ტურში "მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებდა საერთაშორისო ორგანიზაცია IPSOS, თუმცა რამდენიმე დღის წინ "მთავარ არხსა" და ISPOS-ს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ტელეკომპანია აპირებს, კვლევით ორგანიზაციას არბიტრაჟში უჩივლოს.