მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა ტრეიდმა" გაყიდვების ზომით "კარფურს" გაუსწრო და ბაზრის წამყვანი მოთამაშე გახდა - კვლევა

604c9ce9d68a6
BM.GE
13.03.21 14:42
9670
საბაზრო კვლევების საერთაშორისო მონიტორინგის კომპანია EUROMONITOR INTERNATIONAL-მა საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოში საცალო გაყიდვების უმსხვილესი ქსელი "ნიკორა" გახდა, რის შედეგადაც მან ამ პოზიციაზე "კარფური" ჩაანაცვლა. "ნიკორა ტრეიდის" ქსელის გაფართოების გარდა, ამ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმანაც, რომ 2020 წელს სოციალური დისტანცირების და სხვა ეპიდემიური მოთხოვნების გათვალისწინებით, უფრო მეტმა მოვაჭრემ პროდუქტების შეძენა ლოკალურ სუპერმარკეტებში დაიწყო.

2021 წლის მდგომარეობით, "ნიკორა/ლიბრეს" ქსელი თბილისსა და სხვა რეგიონებში 330 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი და ის 5 ათასამდე ადამიანს ასაქმებს.

ჯერჯერობით, სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობის (FMCG) სექტორში მოღვაწე მსხვილ კომპანიებს, მათ შორის არც "ნიკორა ტრეიდს" ასევე, "კარფურს" და სხვა კომპანიებს საკუთარი ფინანსური შედეგები არ გაუსაჯაროებიათ, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ უშუალოდ რა მოცულობის გაყიდვები ჰქონდათ მათ და როგორ აისახა მათზე პანდემიური ვითარება.

რაც შეეხება 2019 წლის მაჩვენებლებს, ამ ბაზრის #1 მოთამაშე იყო "კარფური", რომლის გაყიდვებმაც 2019 წელს 473 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო “ნიკორა ტრეიდი“, რომელმაც გაყიდვები 28%-ით, 440 მილიონ ლარამდე გაზარდა. 2019 წელს გაყიდვების 33%-იანი ზრდა ჰქონდა “ორი ნაბიჯის“ ქსელს, რამაც 308 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოში მოქმედი ქსელური სუპერმარტეკების რეიტინგი 2019 წლის შემოსავლების მიხედვით:

1 კარფური - 473,688,000 ლარი ზრდა წინა წელთან 4%;
2 ნიკორა; ლიბრე - 440,281,000 ლარი ზრდა წინა წელთან 28%;
3 ორი ნაბიჯი - 308,479,354 ზრდა წინა წელთან 33%;
4 Spar; იოლი; ფუდმარტი - 209,933,000 ლარი ზრდა წინა წელთან 40%;
5 მაგნიტი - 194,526,000 ლარი ზრდა წინა წელთან 180%;
6 ჯიბე (საბითუმო სუპერმარკეტის ქსელი) - 188,741,000 ლარი ზრდა წინა წელთან 45%;
7 გუდვილი - 143,500,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 12.1%;
8 აგროჰაბი - 81,270,181 ლარი, ზრდა წინა წელთან 80%;
9 ფრესკო - 79,857,684 ლარი ზრდა წინა წელთან 5%;
10 უნივერსამი - 50,085,589 ლარი ზრდა წინა წელთან 23%;
11 სმარტი - 39,983,938 ლარი ზრდა წინა წელთან 10%.

უფრო ვრცლად, სუპერმარკეტების 2019 წლის რეიტინგს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე


 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები