წელს „თიბისი ბანკის“ ბიზნესდაჯილოებაზე მონაწილეებს ნომინაციების მხრივ, სიახლეები ელით: „თიბისი“ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თორნიკე გოგიჩაიშვილის თქმით, ორ ნომინაციას ერთგვარი მოდიფიკაცია გაუკეთდა.
„ერთი - გვინდოდა, ბიზნესებს შორის კოლაბორაციის საკითხი წამოგვეწია წინ, რასაც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ და დავამატეთ ნომინაცია „საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მგონია, რომ ამ ნომინაციაზე ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. მეორე - ქვეყნის ეკონომიკის სწორად განვითარების კუთხით რომ წავიდეთ, მეორე ნომინაცია არის რეგიონული განვითარების მიმართულება. ვხედავთ ჩვენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სახეზეა ის ფაქტი, რომ ყველაფერი ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული. ძალიან დიდი სირთულეებია რეგიონებში კადრების მოძიება-დასაქმების კუთხით. სწორედ ამიტომ, რეგიონის განვითარება სუპერ მნიშვნელოვანია! საბედნიეროდ, უკვე ამის არაერთი მაგალითი გვაქვს: ძირითადად, ჰორეკა სექტორის მიმართულებით. ძალიან გვინდოდა, რომ ამ საკითხზე აქცენტირება გაგვეკეთებინა და ეს მიმართულებაც წაგვეხალისებინა“, - განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის ვადა 15 ოქტომბრამდეა. რეგისტრაცია ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებს შეუძლიათ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს კი კომპეტენტური ჟიური, ტრადიციულად, დეკემბერში გამოავლენს.