მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულებმა, თავად არ იციან რა სტატუსით არიან აქ" - გიორგი ხიშტოვანი

6283fb5907cbc
მარიამ ადამია
21.05.22 21:30
1071
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტურისტების რაოდენობის აღდგენის მიხედვით, საქართველომ თურქეთსა და სომხეთზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ აზერბაიჯანზე უკეთესი. ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი ამ ფაქტს უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და რეგიონში სტაბილურობის დარღვევით ხსნის და ამბობს, რომ ბევრი რუსი და ბელარუსი მოქალაქე, ომის დაწყების შემდეგ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით სომხეთში გაემგზავრა, რაც მათ ტურიზმის მაჩვენებლებზეც აისახა.

“ამავდროულად ძალიან გართულდა დეფინირება, თუ ვინ არის ტურისტი და ვინ მაცხოვრებელი. ადამიანებმა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან ჩამოვიდნენ, ჯერ თვითონაც არ იციან რა სტატუსით არიან საქართველოში. ოფიციალურ სტატისტიკაში ისინი მოიხსენიება, როგორც საერთაშორისო ვიზიტორები ან ტურისტები, მაგრამ საბოლოო ჯამში, არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით, ანუ საცხოვრებლად ჩამოვიდნენ, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში,”-ამის შესახებ გიორგი ხიშტოვანმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისუბრა.

ცნობისთვის, აპრილში საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი რუსი და ბელარუსი ტურისტებისგან მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი გასულ თვეში 188.6 მლნ დოლარი იყო, რაც 2022 წლის 4 თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თანხის 34% სწორედ რუს და ბელარუს ტურისტებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები