მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციების უახლოეს პაკეტში ივანიშვილის სანქცირება განიხილება... ქართველი ხალხი არ დაზარალდება"

62c6902051d2c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.22 11:52
1788
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია "სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, უახლოეს სანქციების პაკეტში თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წევრების სანქცირება განიხილება. ამის შესახებ მან TV Pirvel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან უნდა განთავისუფლდეს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ქვეყანას ამაში საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან.

"მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ სანქციების უახლოესი პაკეტი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ განიხილება. პირველ რიგში, მინდა დავამშვიდო უბრალო ქართველი ხალხი, არავინ დაზარალდება. საქმე ეხება თავად ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რამდენადაც იცით, ევროკავშირში საქართველოს მიღების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. ამისათვის საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შესუსტების გაგრძელების ხელშეწყობაა საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა მართვის ყველა სფერო იგდეს ხელთ, ბუნებრივია, დგას პრობლემა როგორ გათავისუფლდეთ და მაქსიმალურად შეამციროთ ეს. ყველა ძალოვანი სტრუქტურა, სამთავრობო უწყებები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები ივანიშვილის წარმომადგენლობით კონტროლდება, ამიტომ დამოუკიდებლად საქართველო ამ ხაფანგიდან ვერ გამოძვრება. ამისთვის საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამაში“, - განაცხადა დავით არახამიამ.

შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჯგუფი საქართველოსა და ბელარუსში იმ კონკრეტული პირების დასანქცირების საკითხს განიხილავს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს უჭერენ მხარს, თუმცა მაკფოლის კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. ამის შესახებ მან გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუს დროს თქვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები