მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" 12 000-მდე თანამშრომელს ხელფასს 150 ლარით გაუზრდის - პროფკავშირები

60f6b5dc8403b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 16:15
3155
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან "საქართველოს რკინიგზა" 12 000-მდე თანამშრომელს ხელზე ასაღებ ხელფასს 150 ლარით გაუზრდის. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, მოლაპარაკებები "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს შორის 19 ივლისს დასრულდა, რის შედეგადაც წლიური სახელფასო ბიუჯეტი 29 მლნ ლარით გაიზრდება.

„შეთანხმების თანახმად, ხელზე ასაღები 150-ლარიანი სახელფასო მატება უნდა დაიწყოს 2021 წლის 1 სექტემბრიდან და შეეხოს 11 800-ზე მეტ რკინიგზელს, რაც ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებისთვის 12-დან 85%-მდე ანაზღაურების ზრდას გულისხმობს;

შენარჩუნებულია სამ ნაწილად გასაცემი საპრემიო ბიუჯეტი, რაც ჯამში, 10 მლნ ლარს შეადგენს.

რკინიგზელები საშობაო, სააღდგომო და პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, დამატებით ფინანსურ სარგებელს (200 ლარი) ყოველ წელს მიიღებს;

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინიციატივით, კომპანიაში დაწესდება მინიმალური ხელფასი, რაც 320 ლარს შეადგენს;

მოლაპარაკების შედეგებს პროფკავშირი გამგეობის სხდომაზე შეაჯამებს და გენერალურ დირექტორთან მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს;

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ახალი პროფკავშირის წევრ რკინიგზელებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის!“, - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები