მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ტრანსპორტირების ფასნამატი 30%-ია, როდესაც ევროპაში 10%-მდეა... ეს კი ყველაფერს აძვირებს"

619f54728a5be
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 23:00
1569
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი BMG-სთან საქართველოში მაღალ სატრანსპორტო ფასებზე საუბრობს. ბრეკეველდტი საქართველოში ბელგიური ლოგისტიკური ფირმის Gosselin Mobility-ის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებით არის დაკავებული.

მისი თქმით, საქართველოში სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალი ფასები, რადგანაც აქ ფასნამატი 30%-ს შეადგენს, როდესაც ევროპაში ის 5%-10%-ის ფარგლებშია, ეს კი შემდეგ პროდუქციის ფასებზე აისახება. მისი თქმით, საბაჟოზე არსებული დოკუმენტწარმოების პროცესი საერთაშორისო ვაჭრობის ფასილიტაციას დამატებით ართულებს.

“რთულია ვაჭრობის ფასილიტაცია. თუკი დაითვლით ფასებს, პროდუქციის ფასები საქართველოში საკმაოდ მაღალია. ამის მთავარი მიზეზია მაღალი სატრანსპორტო ფასები, საქართველოში გადაზიდვების სერვისის ფასნამატი 30%-ია, როდესაც ევროკავშირში ეს თანხა 5%-10%-ის ფარგლებში მერყეობს. რატომ არის ასეთი სხვაობა? რადგან თქვენ არ ხართ EU-ს წევრი, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა ზომის მიღება და დოკუმენტაციის უფრო მარტივი გაცვლა, რათა ეს პროცესი გაიაფდეს,”- ამბობს ჯონ ბრეკეველდტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები