მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოზე დაყოვნებებია... ხანდახან ტვირთი 10 დღეზე მეტ ხანს ყოვნდება - გია დანელია

649ee9f93fae6
ელენე გოგბერაშვილი
01.07.23 16:00
1564
საერთაშორისო სანქციების ფონზე, გამკაცრებული საბაჟო პროცედურების გამო ხშირ შემთხვევაში გადამზიდავ კომპანიებს საბაჟოზე ტვირთის 10 დღეზე მეტხანს დაყოვნება უწევთ. ამის შესახებ bm.ge-სთან ლოგისტიკური კომპანია „კავკასტრანს ექსპრესის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გია დანელია საუბრობს. მისი თქმით, ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წნეხია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაფორმების პროცედურები დახვეწოს.

„ომიდან გამომდინარე ახლა ცოტა არეული სიტუაციაა. რეგულაციები, მოთხოვნები მკაცრდება იმ ტვირთების მიმართ, რომლებიც ორმაგი დანიშნულებისაა ან ტრანზიტულად მიდის სომხეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ირიბად დაკავშირებულია რუსეთთან. ჩვენი, როგორც გადამზიდავების და ექსპედიტორების სურვილია, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს.

საბაჟოზე ტვირთის დაყოვნებებია. მაგალითად, შემოვიდა საბუთი, ხდება მისი ანალიზი, რამდენიმე ინსტანციას გადის, არამარტო საბაჟოს, არის სხვა უწყებებიც, რომელშიც უწევს ამ საბუთებს გავლა და ყოვნდება. 10 სამუშაო დღეც ბევრია, როცა საბაჟო და სხვა უწყებები გაძლევენ პასუხს მაგრამ, ხანდახან ხდება, რომ კიდევ უფრო ყოვნდება.

წარმოიდგინეთ, ტვირთის მეპატრონე ხართ და ხვდებით ასეთ წნეხში. 10 სამუშაო დღე ნიშნავს 2 კვირას, 2 კვირა ხდება ტვირთის გაჩერება და ხანდახან ეს დროს იწევს... არ ვამტყუნებ არავის, რადგან რეგულაციებიც მკაცრდება, მოთხოვნებიც იცვლება, მოთხოვნების ჩამონათვალი იზრდება და ამაზე რეაგირებას სახელმწიფო შეიძლება ეფექტიანად ვერ ახერხებს, როგორც კერძო კომპანია, ამიტომ ასეთი რეალობაა“,-განმარტავს გია დანელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები