მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის არქიტექტურა ჩვენი ყოფის და კულტურის შესაბამისია" - არქიტექტორი

5fc690a104d9e
თამთა ჯიჯავაძე
01.12.20 23:35
847
თბილისის არქიტექტურა ჩვენი ყოფის შესაბამისია, კულტურის, რეგულაციების, ეკონომიკური შესაძლებლობების და ა.შ სარკეა, - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არქიტექტურაში შედეგი დიდხანს რჩება, ამიტომაც საჭიროა სიფრთხილე.

„გარკვეული სტანდარტი უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, ვინც აიღო დიპლომი და გაუგებარია კიდევ რა ისწავლა, იმას შეეძლოს ქალაქის იერსახის ისეთი ცვლილება, რომელიც შეიძლება ასწლეულები დარჩეს. არქიტექტურაში შედეგი დიდხანს რჩება, შემდეგ ამ შედეგზე იზრდებიან თაობები“, - აღნიშნა არქიტექტორმა.

ხოლო კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ქაოტური ვითარების გამოსწორება დედაქალაქში, გიორგი ხმალაძემ განაცხადა, რომ მას ამის რეცეპტი არ აქვს.

„ასეთი დაშავებულის გამოსწორების რეცეპტი მე არ მაქვს. თუმცა, შეიძლება მეტი არ დაშავდეს და იყოს მაქსიმალური მცდელობა, რომ რაც მომავალში გაკეთდება, ის შეცდომები მაინც გავითვალისწინოთ, რაც აქამდე იყო დაშვებული“, - განაცხადა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები