მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში, საბჭოთა ლიფტების 90% უნდა გაჩერდეს, ვინაიდან შეიძლება მოხდეს კატასტროფა" – როსტომაშვილი

5f566755a9c0f
ანუკა ჯოხაძე
07.09.20 23:30
1132
“დღეს დედაქალაქში ლიფტების 90% უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს კატასტროფა”, - ამის შესახებ BM.GE-თან მენაშენეთა ასოციაციის თავჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა. როგორც როსტომაშვილი ამბობს, დღეს დედაქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებში ლიფტების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა უკვე მრავალი წელია გასული აქვს, რის გამოც, მისი აზრით, თბილისში არსებული საბჭოთა ლიფტების 90% კანონის ძალით უნდა გაჩერდეს.

“თბილისში60-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივი მშენებლობები დაიწყო. ამ პერიოდშივე აშენდა ის საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ლიფტები გამოიყენებოდა, ამ ლიფტებს კი 25 წლიანი ექსპლუატაციის ვადა 90-იან წლებში გაუვიდათ. ეს 25 წლიანი ვადა ხომ გაუვიდა, მაინც ამუშავებენ ამ ლიფტებს და 90-იანი წლებიდან კიდევ 30 წელია ეს ლიფტები მუშაობს. ზედამხედველობის სამსახურის და მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა რომ ეს ლიფტები გააჩეროს. დანარჩენი საკითხები უკვე უნდა დალაგდეს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ როგორც იქნება, ეს არის მეორე საკითხი, მაგრამ დღეს ამ ლიფტების 90% რომ უნდა გაჩერდეს ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს კატასტროფა", - ამბობს მენაშენეთა ასოციაციის თავჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები