მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტების ტიპი შეიცვალა" - "თელავის ღვინის მარანი"

634bd84d27da5
მარიამ იზორია
16.10.22 13:30
5825
კახეთის ადგილობრივი ბიზნესები მიიჩნევენ, რომ ღვინის ტურიზმი რეგიონის ტურიტული პოტენციალის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი შეფასებით, პანდემიის შემდგომ რეგიონში ამ მიმართულებამაც მეტნაკლებად აღდგენა დაიწყო.

“ღვინის ტურიზმი ბოლო წლებში კახეთში განსაკუთრებით განვითარდა. 2008 წელს როდესაც ჩვენი კომპანია დაფუძნდა ღვინის ტურიზმი ფაქტობრივად არ არსებობდა. საუკეთესო შედეგი 2019 წელს გვქონდა, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენს კომპანიაში ღვინის ტურიზმის მიმართულებით 20 000 ვიზიტორი გვყავდა. შემდეგ პანდემია დაიწყო, ეს უარყოფითად აისახა, თუმცა 2022 წელს უკვე ვცდილობთ ძველ მონაცემებს დავუბრუნდეთ” - ამბობს bm.ge–სთან “შუხმან ვაინს ჯორჯიას” დირექტორი რონალდ ბურდიაშვილი.

“თელავის ღვინის დამფუძნებელი” bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პანდემიამ ღვინის ტურიზმის მიმართულებით მომხმარებლის ქცევა შეცვალა.

“საკმაო რაოდენობის ტურისტები გვყავს, თუმცა იმაზე ნაკლები ვიდრე პანდემიამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტების ტიპი შეიცვალა, ახლა ის ხალხი გვსტუმრობს, რომლებიც საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ და დროის პერიოდში კახეთში ჩამოსვლასა და მარნის მონახულებას გადაწყვეტენ.

გასულ წლებში ჩვენთან ტურისტების ნაკადი სხვანაირი იყო. მათ სტუმრობას ექსკურსიის სახე ჰქონდა, სააგენტოების დახმარებით ჯგუფი მოდიოდა და მარანს ათვალიერებდა. წელს უფრო მეტად ინდივიდუალური მოძრაობა შეინიშნება” - განმარტავს ზურაბ რამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები