მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს"

636bd8db4dea0
ალა ისპირიანი
09.11.22 20:43
408
ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

“ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. ჩვენ არ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს. რუსეთის დაჯგუფების ნაწილი ქალაქშია და რეგიონში დამატებითი რეზერვები ჩადიან . უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე”, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუმ ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გასცა.

სუროვიკინმა საკუთარ მოხსენებაში ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ხერსონში მყოფი დაჯგუფებების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება. სუროვიკინს ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის დასრულების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები