მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარჯების ზრდის მიუხედავად, ვცდილობთ იგივე ფასებით ვიმუშაოთ" - სასტუმრო „სოლომონი“

60efd6676efa4
თათია კაკიაშვილი
15.07.21 21:15
847

„სასტუმროს ხარჯი წილობრივად ძალიან გაზრდილია, მაგრამ რადგან ეს არის პირველი ზაფხული, როცა დატვირთულობის მხრივ მეტნაკლებად ზრდა გვაქვს, ვცდილობთ, რომ იგივე ფასებით ვიმუშაოთ“, - ამის შესახებ BMG-ის ქუთაისის სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელმა მერაბ გოგონაძემ განუცხადა.

წელს საოჯახო ტიპის სასტუმროები მომხმარებელს, ტრადიციულად, დაბალ ფასებს სთავაზობენ. ამასთან, მსგავსი ტიპის სასტუმროებში ცდილობენ, ნომრების არსებული ღირებულება სექტემბრის ბოლომდე შეინარჩუნონ იმის მიუხედავად, რომ სასტუმროების ხარჯი მზარდია.

„ივნის-ივლისის პერიოდში სასტუმროში განთავსების ღირებულება უცვლელია და დაახლოებით 170-190 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ, ბუნებრივია, შიდა მიმართულებით ორგანიზაციები იქნება თუ სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ადამიანები, მათ გაცილებით დაბალ ფასს ვთავაზობთ. რაც შეეხება წლევანდელი ზაფხულის 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებას, ფასები არ გაზრდილა, სასტუმროს ხარჯი წილობრივად ძალიან გაზრდილია, მაგრამ რადგან ეს არის პირველი ზაფხული, როცა დატვირთულობის მხრივ მეტნაკლებად ზრდა გვაქვს, ვცდილობთ, რომ იგივე ფასებით ვიმუშაოთ“, - განაცხადა სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელმა მერაბ გოგონაძემ.

ცნობისთვის, PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 6.4%-ით გაიზარდა, აქედან საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 1.7%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები