მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში?" - ITB Berlin თბილისზე პოსტს აქვეყნებს

63fdb88624930
BM.GE
28.02.23 12:24
674
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით. თბილისს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება“,-წერს ITB Berlin.

ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook-მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ცნობისთვის, 6 მარტიდან საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები