მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა

6411a5e80e90d
მარიამ ვარადაშვილი
15.03.23 14:13
524
2023 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში ქუთაისის აეროპორით 75 733 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როცა 2019 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 47 573 იყო. 

მგზავრთნაკადის გარდა, თებერვლის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256 რეისი შეადგინა. 2019 წლის თებერვალში აეროპორტი 157 რეისს მოემსახურა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები