მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ არის“ - ჯანდაცვის მინისტრი

61f128d59402f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 15:00
626
„ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ არის“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ უკავშირდება თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გაჟღერებული რეკომენდაცია ქვეყანაში კოვიდ-ტესტების დეფიციტს.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ NCDC-ის რეკომენდაცია ტესტებზე გაზრდილი ნაკადების მართვისთვის არის საჭირო.

„ტესტირების შეჩერება არ ხდება და ეს პროცესი იმ კატეგორიისთვის, ვინც ჯანდაცვის სამინისტროსგან უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს, ჩვეულებრივად გრძელდება. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდ-ტესტირებას და არანაირი შეფერხება არ არის.

რაც შეეხება ტესტირებას, ამირან გამყრელიძემ რეკომანდაციული ხასიათის მოწოდება გააკეთა, რადგან „ომიკრონს“ სწრაფი გადადება და გავრცელება ახასიათებს. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო ყველა მივიდეს და კომერციული იქნება და თუ უფასო ტესტი გაიკეთოს. თუ სურვილი აქვთ - კი ბატონო, მაგრამ ეს რეკომენდაცია იმ ნაკადებიდან გამომდინარე გაკეთდა, რომელიც ლაბორატორიებშია ტესტირებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - როგორ მოხდება გაუტესტავი კოვიდ-ინფიცირებული პირების სისტემაში ასახვა, მინისტრმა უპასუხა, რომ მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმზე როგორ უნდა მოხვდნენ ასეთი პირები "მწვანე პასპორტების" ბაზაში. იქ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ დადასტურდეს კოვიდის გადატანა. შეიძლება იყოს ანტისხეულების არსებობა ან ექიმის დადასტურება და ა.შ.“, - განმარტა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები