მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყნის გრძელვადიანი წარმატებისთვის, შიდა და გარე ინვესტიციების წახალისებაა მნიშვნელოვანი“

63dbdfa1d0d55
ალა ისპირიანი
02.02.23 20:00
679
"საქართველოს ბანკმა" და "ჯეოქეისმა" დისკუსია გამართეს, რომლის თემა „საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკური ცენტრის - „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ინვესტიციების გაზრდის პოლიტიკაზე და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს.

„მთავარი თემა იყო ინვესტიციების მოზიდვა და რა პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ ინვესტიციები გაიზარდოს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის გრძელვადიანი წარმატებისთვის, როგორც შიდა ისე გარე ინვესტიციების წახალისება მნიშვნელოვანია. დიდი პროექტები დაანონსდა სამხრეთ კორიდორის ნაწილში და არის პროექტები, რომლის წინ წაწევა მოხდება. ასევე არის ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები, რომელიც პრემიერის მიერ დაანონსდა, რაც მისასალმებელია.

საქართველოს რეგიონული რეალობიდან გამომდინარე უნიკალური შანსი აქვს შუა აზიის ქვეყნებს მოემსახუროს და სერვისები განავითაროს, იგულისხმება, როგორც სატრანსპორტო კუთხით, ისე გზები, რკინიგზა, პორტები, ენერგეტიკული პროექტები და სატელეკომუნიკაციო პროექტები, რომელზეც დღეს იყო საუბარი. ეს არის უნიკალური შანსი და ამ პროექტების სწორად განვითარების შემთხვევაში ეკონომიკური კუთხით კარგი პერიოდი გველოდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები