მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყიდეს და რა გაყიდეს ბაფეტმა, სოროსმა და სხვა მილიარდერებმა ბოლო პერიოდში

5ec826838a6bc
თამთა ჯიჯავაძე
23.05.20 00:10
2442
2020 წლის პირველ კვარტალში მილიარდერებმა ჯორჯ სოროსმა, უორენ ბაფეტმა და სხვებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს თავიანთ პორტფოლიოში. ბოლო პერიოდში მათ ფინანსურ დოკუმენტებში ისეთი მაღალი რანგის ინვესტორები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან დევიდ აინჰორნი (Greenlight Capital), დენ ლობი (Third Point) და ბილ ექმანი (Pershing Square).
პირველი კვარტლის ყველაზე მსხვილი გარიგებები კი შემდეგია:

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა Goldman-ში აქციების 84% გაყიდა.

აღნიშნულ კომპანიაში ბაფეტმა 2008 წელს $5 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, ახლა კი მან გაყიდვა გადაწყვიტა და ამით $3 მილიარდი მოაგროვა.

ჯორჯ სოროსის ფონდმა Disney-ს და Peloton-ს აქციები იყიდა

სოროსმა Disney-ში $5 მილიონის ღირებულების აქციები იყიდა მარტის ბოლოს. Peloton-ში კი თითქმის ათჯერ გაზარდა შესყიდული აქციების რაოდენობა – დაახლოებით 3 მილიონამდე, რაც $79 მილიონის ღირებულებისაა.

დევიდ აინჰორნის Greenlight Capital-მა Disney-ს, Tesla-ს და Berkshire Hathaway-ს აქციები იყიდა.

როგორც ცნობილია, მარტის ბოლოსთვის Greenlight Capital-ს $11 მილიონის ღირებულების აქციები ჰქონდა Disney-სა და Berkshire Hathaway-ში, ხოლო Tesla-ში $6 მილიონის ღირებულების.

სეთ კლერმანის Baupost Group-მა Google-სა და facebook-ში აქციები შეიძინა.

კერძოდ, კლერმანმა Google-ის დედა კომპანია Alphabet-ში $350 მილიონის და Facebook-ში $330 მილიონის ღირებულების აქციები იყიდა.

სტენლი დრაქენმილერის ფონდმა Disney-ში აქციები შეიძინა.

ბოლო კვარტალში დრაქენმილერის ფონდმა $3 მილიონის აქციები იყიდა Disney-ში. ამასთან, ფონდმა დათმო Uber-ში 2.6 მილიონიდან აქციების აბსოლუტური უმრავლესობა და დაიტოვა მხოლოდ 400.

დენ ლობის Third Point-მა Amazon-სა და Disney-ში იყიდა აქციები.

ფონდმა Amazon-ში თითქმის გაასამმაგა აქციების რაოდენობა 215 000–მდე, რაც $419 მილიონი დოლარის ღირებულების იყო ჯამში მარტის თვის ბოლოს. ფონდმა ასევე შეიძინა $138 მილიონის ღირებულების Disney-ის აქციებიც.

ბილ ექმანის Pershing Square-მა Berkshire Hathaway-ს და Starbucks-ს აქციები შეიძინა.

ექმანის ფონდმა $2.6 მლრდ გამოიყენა რამდენიმე ჰოლდინგში აქციების შესაძენად. კერძოდ, Berkshire-ში მან გაასამმაგა აქციების რაოდენობა 5.5 მლნ აქციამდე, Starbucks-ში კი 80%-ით გაიუმჯობესა მდგომარეობა 10 მილიონ აქციამდე.

ამერიკელმა ბიზნესმენმა კარლ აიკანმა გააოთხმაგა აქციების რაოდენობა Occidental Petroleum-ში.

ბიზნესმენმა 23 მილიონიდან 89 მილიონამდე გაზარდა აქციების რაოდენობა პირველ კვარტალში ვალებში ჩაფლულ კომპანია Occidental Petroleum-ში. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნავთობის კრიზისიც.

ჰოვარდ მარკსის Oaktree Capital-მა კი გააორმაგა აქციები Alibaba-ში.

Oaktree-მ ჩინურ გიგანტ კომპანიაში 140%-ით გაზარდა აქციების რაოდენობა. 31 მარტის მონაცემებით, მისი აქციების ღირებულება $76 მლნ იყო.

დევიდ ტეპერის ფონდმა კი Netflix-ის, Tesla-ს, და Twitter-ის აქციები იყიდა.

ტეპერის კომპანიამ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციები გაზარდა. Twitter-ში მას $136 მილიონის ღირებულების აქციები აქვს, Netflix-ში $96 მილიონის, Microsoft-სა და Tesla-ში $25 მილიონამდე.

და ბოლოს, ჯონ პოლსონი გააოთხმაგა აქციების რაოდენობა Tiffany-ში.

მისი აქციების რაოდენობა ახლა 600 000–ია. მარტის ბოლოს მათი საერთო ღირებულება $78 მლნ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები