„საქართველოს რკინიგზა“ შემოსავლების ზრდაზე აცხადებს. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანიის შემოსავალი წლის 6 თვეში 311 მლნ ლარი იყო, 12%-ით მეტი 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოსავლების უდიდეს ნაწილი - 74% სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალია.
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2022 წლის 6 თვეში:
- სატვირთო გადაზიდვები - 231.35 მლნ ლარი
- ლოგისტიკური სერვისები - 61.24 მლნ ლარი
- სატვირთო ვაგონების სასაზღვრო გადასახადი - 3.64 მლნ ლარი
- ვაგონებისა და სხვა ქონების გაქირავება - 2.89 მლნ ლარი
- სამგზავრო მომსახურება - 9.84 მლნ ლარი
- სხვა - 2.1 მლნ ლარი
“საქართველოს რკინიგზას” ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. კომპანიის მონაცემებით, იანვარ-ივნისში რკინიგზით 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, 13.3%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვებიც.
საკონტეინერო გადაზიდვები რკინიგზაზე:
- ბაქო-თბილისი - ყარსი - 11 112 TEU (+ 27%)
- ჩინეთიდან - 6 129 TEU (+ 31%)
- ყაზახეთიდან - 7 708 TEU (+ 85%)
- შუა დერეფანი - 13 837 TEU (+56%)
კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი ასევე რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.