მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სირთულეებს ქმნის ტაბელების წარმოება? - „ინვიტრო დიაგნოსტიკის პროდუქციის იმპორტიორთა ასოციაცია“

6422fc2bb322c
თინათინ ნატმელაძე
29.03.23 10:12
724
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სპეციფიკური მიმდინარეობის სექტორი, შრომითი კოდექსით გათვალისწინებული ეს ცვლილებები, რაც ტაბელების წარმოებას ეხება, ცოტა რთულად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „ინვიტრო დიაგნოსტიკის პროდუქციის იმპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა“ ნინო ენდელაძემ BMG-ს განუცხადა.

მისივე ცნობით, ტაბელების წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთვის ერთგვარი ცვლილებების შეთავაზებას აპირებენ, რომლისთვისაც ერთგვარ ფოკუს ჯგუფს ქმნიან.

„როდესაც დაწესებულება 24/7-ზე მუშაობს, შეუძლებლია იქ ისე დეტალურად აღიწეროს ტაბელები და განისაზღვროს სამუშაო საათები, რომ დასაქმებული თანამშრომლის ინტერესები დაცული იყოს.

ჩვენ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულ შეხვედრას დავესწარით და დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი - ის, რომ სამედიცინო სექტორში უნდა შეიქმნას სექტორზე მორგებული შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის ტაბელების წარმოების კუთხით, რომ სამედიცინო პერსონალს საქმიანობა კი არ გავურთულოთ, პირიქით - გავუმარტივოთ.

ყოველდღიური ტაბელების წარმოების ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ელექტრონულ წარმოებაზე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ თანამშრომლის შესვლა-გამოსვლის დროს ელექტრონულად დაფიქსირება ჩაგვეთვალოს.

ჩვენ ვგეგმავთ ფოკუს ჯგუფის შექმნას, რომელიც სახელმწიფოს წარუდგენს პროექტს და გამომდინარე იქიდან, რომ მათი მხრიდან მუდმივადაა დაინტერესება, ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებასაც დაგვიდასტურებენ“, - განაცხადა ნინო ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები