მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზოგიერთი დასაქმებული შესვენების უფლებას ვერ იყენებს, სამედიცინო სექტორში ხელფასები დაგვიანებით ერიცხებათ“ – „დამსაქმებელთა ასოციაცია“

641d5445ce64f
თინათინ ნატმელაძე
25.03.23 00:20
526
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლის გამოსწორებაც დამსაქმებლისთვის არის აუცილებელი და ის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს“, - ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ აბუთიძემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, გამოსასწორებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვის პირობები, შესვენების უფლების გამოყენება და ხელფასის ჩარიცხვის დროები.

„ერთ-ერთი გარემოება არის სამუშო დროის სახელით და გვარით აღრიცხვა, რომლის შეცვლაც ბიზნესს სურს, ვინაიდან აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება ყველა დამსაქმებელზე განურჩევლად საწარმოს ზომისა და საქმიანობისა.

პრობლემაა შესვენების დროის გამოყენებაც, რადგან ზოგიერთ საწარმოში დასაქმებულები, უმეტესად თბილისს გარეთ, ვერ იყენებენ ამ დროს იმის გამო, რომ გარშემო არ არის ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც შესვენების დროს გაატარებენ, ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ სამსახურის ერთ საათით ადრე დატოვების შესაძლებლობა მიეცეთ.

მოსაწესრიგებელია ხელფასის ჩარიცხვის ყოველდღიურობაც, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორში, რომელიც საკმაოდ სპეციფიკურია და დასაქმებულს ერთი თვის ხელფასი შეიძლება მომდევნო თვეში ჩაერიცხოს. ამ კუთხით კანონმდებლობასთან პრობლემა გვაქვს, ინსპექციის სამსახური უფლებას არ გვაძლევს“, - განაცხადა ნიკოლოზ აბუთიძემ.

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ასოციაციამ პოლიტიკური დოკუმენტი უკვე მოამზადა და უახლოეს მომავალში მთავრობასთან და პარლამენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს გეგმავენ.

მათივე თქმით, მზად არიან, რომ დაინტერესების შემთხვევაში ყველა ბიზნესს დახმარება გაუწიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები