„ონლაინკაზინოებისთვის ეს რეგულაციები ნიშნავს, რომ გაუბედურებულ ადამიანებს მეტი ფულის წაგება მოუწევთ“- ასე აფასებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მთავრობის მიერ სათამაშო ბიზნესზე დაანონსებული შეზღუდვების მოსალოდნელ ეფექტს.
bm.ge-თან საუბრისას ხორგუაშვილი ამბობს, რომ ამ ფორმით მისი ამოქმედება მომხმარებლების რიცხვს ვერ შეამცირებს, ბიზნეს გარემოს გააუარესებს, შედეგად კი ამ და მასზე მიბმული უამრავი სექტორის მხრიდან ინვესტიციების შემოდინება კიდევ შემცირდება.
„გადასახადის დაწესება ისეთი ბიზნესისთვის, როგორიც არის „გემბლინგი“ პირდაპირ ნიშნავს, რომ გადასახადს უწესებ მომხმარებელს. ბიზნესი ყველა ვარიანტში ფასში ასახავს ამას, ანუ უფრო მეტს წააგებს მომხმარებელი და უფრო ნაკლები ადამიანი დაანებებს თავს, იმიტომ რომ მსგავს პროდუქტებზე და სერვისზე მოთხოვნა არაელასტიურია ანუ ცოტა შემცვლელი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების უდიდესი ნაწილი მაინც გააგრძელებს მის მოხმარებას, უბრალოდ გაუძვირდებათ. ეს ნიშნავს, რომ მეტი ფულის წაგება მოუწევთ და გაუბედურებული ადამიანები კიდევ უფრო გაუბედურდებიან, ანუ დაისჯებიან მომხმარებლები და არა ბიზნესი.
რა წნეხსაც ხელისუფლება ბიზნესზე დააწესებს, ყველა მომხმარებელზე გადატყდება. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ მორალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტასთან არ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ცალსახა პოპულიზმთან, იმასთან, რომ ქულები დაიწერონ ბევრის თვალში იმიტომ ყველა ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი, ბანკები, ფარმაცია ყოველთვის არაპოპულარულია და პოპულისტი ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ ხალხის გულის მოგებას მათდამი მტრული დამოკიდებულების გამოჩენით და ახლაც იგივე სიტუაციაა. ავტორიტრულ რეჟიმებს ახასიათებთ ეს, ყოველთვის ცდილობენ უმრავლესობის მოსაწონი ისეთი რამ თქვან, რაც ქვეყნისთვის რეალურად დამაზიანებელია.
ჩვენ გვახსოვს 2013-2014 წლებში სათამაშო ბიზნესზე უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეტევა, დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომელიც არ გავიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმა, რომელიც აპირებდა სასტუმროების მშენებლობას მაგ. აჭარაში, გავიდნენ. ამით დაიკარგა ფული, სამუშაო ადგილები. ნებისმიერ ასეთ ქმედებას, მითუმეტეს როცა მომავალში კიდევ აკრძალვით იმუქრება, პირდაპირი გზავნილია ამ და მასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესებისთვისაც, ის უკავშირდება სარესტორნე, დასვენებას, გართობის ბიზნესებს და ბაზარზე წარმოშობს პანიკას. ჯერ რატომ უნდა მოუნდეს ინვესტორს აქ ფულის ჩადება და თან იმ ფონზე, როცა ხელისუფლება იმუქრება და ძლიერი მუშტით ცდილობს ეკონომიკა გაზრადოს,რაც არ ხდება“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.