მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზებია თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში? - ოსმან თურანის პასუხი

61c57e82412d2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 12:35
765

საქართველოში თურქი ბიზნესმენების ასოციაციის "გურთიადის" თავმჯდომარის შეფასებით, ზოგადად თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უკეთესობისკენ ვითარდება და პროცესი დინამიურია, რომელშიც გარკვეული ხარვეზები პერიოდულად წარმოიშობა. ამის შესახებ ოსმან თურანმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობაში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ასეთი შეხვედრები გარკვეულწილად ეხმარება პრობლემების აღმოფხვრას.

„არის პერიოდები, როდესაც თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ბინადრობის მოწმობის გაცემა ფერხდება, არის პერიოდები, როდესაც სასამართლო პროცესები ჭიანურდება და ბიზნესმენები ამას უჩივიან ხოლმე. ძირითადად ბიუროკრატიულ ნაწილშია საჩივრები. ეს ის პროცესია, რომელიც შეიძლება ძალიან გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ბიზნესს სტიმული და მოტივაცია უნდა, ამ შეფერხებისას კი ბიზნესის ენერგია და ფოკუსი სხვაგან გადადის, როცა ლაპარაკია ბინადრობის ან საბუთის აღებაზე“, - განმარტა ოსმან თურანმა.

მან საქართველო-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ამოქმედების ეფექტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროცესი საჭიროებს დახვეწას.

„რაც შეეხება დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულებას ის იხვეწება და საკმაოდ კარგად მიდის პროცესები ამ შემთხვევაში. პრაქტიკაში ვნახეთ, როგორ შეიძლება უკეთ წარვმართოთ პროცესები. ტექსტილი და ავეჯის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებებია“, - აღნიშნა საქართველოში თურქი ბიზნესმენების ასოციაციის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები