მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, 200 000-დოლარიანი გრანტი გამოიყო

64a401ec62bb3
ინგა მურუსიძე
05.07.23 01:00
613
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფონდს Global Conservation შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ფონდი Global Conservation, მომდევნო 3 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 000 დოლარს გამოყოფს.

"საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერტიულ გამოვლენას. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ფონდთან Global Conversation ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16.25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი, დაახლოებით, 2 500 000 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები