მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენად გავყიდო ღვინო? როგორ დავითვალო თვითღირებულება?" - ახალი პროგრამა მეწარმეებისთვის

63c941ac55d12
თელარა გელანტია
19.01.23 17:10
612
რეგიონებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - “აწარმოე საქართველოში” ფილიალები ანუ ე.წ. „ზრდის ჰაბები“ გაიხსნება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი “ზრდის ჰაბი” სამეგრელოში, ზუგდიდში გაიხსნება.

როგორც მიხეილ ხიდურელი ამბობს, "ზრდის ჰაბების“ უმთავრესი ფუნქცია მეწარმეებისთვის სხვადასხვა კონსულტაციის გაწევა და საბაზისო განათლების მიცემა იქნება.

"ზრდის ჰაბებში" მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ არა მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ, არამედ სააგენტოს თანამშრომლები ისეთი საბაზისო უნარების გამომუშავებაში დაეხმარებიან, როგორებიცაა, მაგალითად, როგორ დაითვალონ პროდუქტის თვითღირებულება და შემდეგ რა ფასი დაადონ საქონელს, რომელსაც ყიდიან - იქნება ეს ღვინო, ხაჭაპური თუ სხვა; როგორ შექმნან booking.com-ზე საოჯახო სასტუმროს პროფილი; როგორ აწარმოონ ფინანსური უწყისი და ა.შ. ამ ყველაფრის სწავლაში „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლები ადგილზე დაეხმარებიან არა მხოლოდ ჩვენი პროგრამების ბენეფიციარებს, არამედ ყველა მეწარმეს“, - განმარტა მიხეილ ხიდურელმა და იქვე დასძინა, რომ „ზრდის ჰაბების“ მუშაობის ხარისხს მაქსიმალურ მონიტორინგს გაუწევენ.

რაც შეეხება ახალი პროექტის ბიუჯეტს, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და 2023 წელს 5 მლნ ლარია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები