ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი „საქმის კურსში“ განმარტავს, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომ ახალმა გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, 5 წელიწადში, საექსპორტო მოცულობა ევროპაში 70%-მდე გაზარდეს.
ქვეყანას აბსოლუტურად ახალი პერსპექტივა ენიჭება. ეს ქვეყნისათვის ნიშნავს დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას. ევროპული და დასავლური ინვესტიციები არის დამატებით ტექნოლოგიები, გამართული კორპორაციული სისტემები, მუშახელის უნარების გაუმჯობესება, კარგი სამუშაო პირობების შექმნა. ასევე ეს არის საიმედო საექსპორტო მაღალანაზღაურებადი ბაზარი, სადაც რთულია შეღწევა, მაგრამ თუ შეხვედი იქ, უკვე საიმედო პარტნიორები გყავს.
ასევე სტანდარტების ამაღლება - ჩვენ რა პროდუქტსაც მოვიხმართ, იმ პროდუქტების სტანდარტების ამაღლებაც მოხდება, რადგან ევროპისთვის შესაბამისობა მოხდება. ზოგადად ეს არის ხარისხიანი ცხოვრება, რომელიც მოიცავს განათლებას, გამართულ ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას და ეს შესაძლებლობები არ არის ელიტური. ეს შესაძლებლობები არის მოსახლეობისთვის, ფართო ფენისთვის", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - სტატუსის პერსპექტივა აღიარა. იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს შემთხვევაშიც იმსჯელონ, ჯერ მთავრობამ EU-ს პირობები უნდა შეასრულოს.
რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?