მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს, არ ვიცოდით საზღვარზე ვინ შემოვიდა? - პრეზიდენტი

6468d7a4ad624
BM.GE
20.05.23 18:21
1405
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ქვეყნის საზღვარი იყოს დაცული. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ უნდა შემოიტანოს ის სიები, რომლითაც პარტნიორი ქვეყნები ხელმძღვანელობენ და ამ სიებით მოხდეს ხელმძღვანელობა საზღვარზე.

„რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ - ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები