საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, მიგრაციის შესაძლო ტალღის გათვალისწინებით, საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
“ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის გათვალისწინებით”,-წერს პრეზიდენტი.
23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათი სამხედრო ბაზის დაბომბვაში, რასაც მისი მტკიცებით, “ვაგნერების” მხირიდან დიდი ოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა. დღეს დილით "ვაგნერმა" ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პრიგოჟინის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე მათ შორის, აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს. ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.