მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დახარჯავს მთავრობა stopcov ფონდში მობილიზებულ თანხას?

5edf2d1da659e
ინგა მურუსიძე
09.06.20 10:45
1014
Stopcov ფონდში მობილიზებული 133,5 მილიონი ლარი პირდაპირ ბიუჯეტში იქნება მიმართული და მთავრობას მისი დახარჯვა მხოლოდ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე შეეძლება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მთვარობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ის თანხა, რომელიც შემოწირულობებით არის შეგროვილი ფონდში, 133,5 მლნ ლარი, ეს როგორც დამატებითი თანხა, განსაზღრულია ბიუჯეტში და პირდაპირ ბიუჯეტში დაიწერა, რომ მისი ხარჯვა მოხდება მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, ან მისგან დაზარალებულთა დახმარებებზე. ამ მიმართულებებით შეეძლება მთავრობას ამ თანხის განკარგვა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ stopcov ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მასში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 100 მლნ ლარი გადარიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები