ფაქტია, რომ მიტანის სერვისის აპლიკაციები დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი პლატფორმებია. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის და მიტანის სერვისის აპლიკაციებს ყოველდღიურად ათეულობით ათასი მომხმარებელი იყენებს.
თუკი თავდაპირველად მიტანის სერვისის კომპანიები მომხმარებელს მხოლოდ რესტორნებიდან საკვების შეკვეთის შესაძლებლობას აძლევდა, ახლა უკვე, მაგალითად, Wolt-ის აპლიკაციაში ასობით სუპერმარკეტი, აფთიაქი, საცხობი, ტექნიკისა თუ სხვა მაღაზია და საცალო ვაჭრობის ობიექტია წარმოდგენილი. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს სურსათი, მედიკამენტი თუ ათასობით სხვა სასურველი პროდუქტი უმარტივესად შეუკვეთოს და 30 წუთზე ნაკლებ დროში მიიღოს.
დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უპირატესობას ცხოვრების წესის გამარტივებას ანიჭებს, რაც მნიშვნელოვანი ურთიერთობების თუ სხვადასხვა გამოცდილების გაზიარების თუ სურვილში გამოიხატება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ სწრაფი, დროის დამზოგველი და კომფორტული სერვისი ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. შედეგად, აპლიკაციის მოხერხებულობამ და პოპულარობამ მასში დამატებითი სერვისების გაჩენის მოთხოვნაც გააჩინა და, ახლა უკვე, გარდა პროდუქტებისა, Wolt-ის აპლიკაციით დამატებითი სერვისებით სარგებლობაც შესაძლებელია.
Wolt-ის აპლიკაციაში პირველი ასეთი სერვისი - კლინიკური ლაბორატორია - პანდემიის პერიოდში გაჩნდა. იმ დროისთვის, ცხადია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი იყო, თუმცა ეს სერვისი პანდემიის შემდეგაც შენარჩუნებულია და კლინიკური ლაბორატორიის გამოძახება სამომხმარებლო ჩვევად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ Wolt-ის აპლიკაციით დღეს არაერთი ლაბორატორიის გამოძახებაა შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა MegaLab, Genau Diagnostics და სხვა.
Wolt-ის აპლიკაციაში თავდაპირველად ის სერვისები დაემატა, რომელიც კვლავ მომხმარებელთა თანამედროვე ცხოვრების წესს და მათ საჭიროებებს პასუხობს, როგორიცაა, მაგალითად, მანქანის ევაკუატორის გამოძახება, ტანსაცმლის და ავეჯის ქიმწმენდა, მანქანის დაქირავება და სახლის დასუფთავება, სასწავლო კურსები და სხვა.
დიახ, Wolt-ში მსგავსი სერვისები უკვე ხელმისაწვდომია და ეს მიმართულება სულ უფრო მრავალფეროვანი და პოპულარული ხდება, რადგან, როგორც ჩანს, მომხმარებლისთვის ერთ სივრცეში დარჩენა მნიშვნელოვანი ფასეულობაა. კვლევები და სამომხმარებლო ქცევების შესწავლა გვიჩვენებს, რომ მომხმარებლისთვის ყველა პროდუქტისა და თუ სერვისის ერთ, უკვე ნაცნობ, სანდო და კომფორტულ ადგილას შეკვეთა ბევრად მარტივი და მოხერხებულია.
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომსახურების შეკვეთა მიტანის სერვისის აპლიკაციის მეშვეობით ტრენდია, რომელიც მალე ჩვენს სამომხმარებლო ქცევად იქცევა, ისევე, როგორც დღეს, მაგალითად, სუპერმარკეტიდან სურსათის ან აფთიაქიდან მედიკამენტის შეკვეთაა. ამიტომ, ბევრი თვლის, რომ მიტანის სერვისის კომპანიებისთვის შემდგომი ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ სხვადასხვა მომსახურების შეკვეთის შესაძლებლობის დამატება გახდება.
(რ)