მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ტარიფები? - "მაგთის" განმარტება

61dc45cf02886
ინგა მურუსიძე
10.01.22 18:44
13046
კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს ცვლის. კერძოდ, 10 თებერვლიდან მინიმალური ულიმიტო პაკეტის შეძენა 25-ის ნაცვლად, 30 ლარად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელმა დღეს მიიღო. Bm.ge დაუკავშირდა კომპანიას კითხვებით, თუ რამ გამოიწვია ტარიფების ზრდა და რომელ კონკრეტულ მომსახურებას ეხება ეს ცვლილება, გარდა ულიმიტო სასაუბრო დროისა.

"მაგთიკომის" განმარტება:


„აბონენტების საშუალო ინტერნეტმოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც გათვალისწინებულია 30-ლარიან პაკეტში და ულიმიტო წუთებსა და SMS-ებთან ერთად მოიცავს 3000 MB ინტერნეტს.

მომხმარებელს „მაგთის“ მრავალფეროვანი შეთავაზებებიდან შეუძლია აირჩიოს სასურველი პაკეტები. მაგალითად, “საკვირველი დღეების“ ფარგლებში მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად შეუძლია შეიძინოს როგორც ცალკეული, ისე კომბინირებული პაკეტები. გარდა ამისა, თუ აბონენტი არ არის ინტერნეტმომხმარებელი, "მაგთიკომი" სთავაზობს მას ალტერნატივას - ულიმიტო ზარებს საქართველოში თვეში 24 ლარად.

„ულიმიტო დღე-ღამე“ და „ულიმიტო კვირა“ თავდაპირველად იყო მოკლევადიანი აქციები, რომლებიც ერთ-ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში, ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო ასეთი შეღავათიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი აქციის გაგრძელება და რეალურად ის "მაგთიკომმა" საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 2 წლით გააგრძელა.

ცვლილებები ეხება მხოლოდ მობილურ მიმართულებას და ის 10 თებერვლიდან შევა ძალაში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები