მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეალური ზრდა არ გვაქვს“ - ტუროპერატორი ტურიზმის მაჩვენებლებს აფასებს

64b63c4ebf886
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.23 11:55
457
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით 78.3%-ით აღდგა და ქვეყანაში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ეს მაჩვენებელის გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 76%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით მეზობელი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და სომხეთი იკავებენ. ტურიზმის ოფიციალურ მაჩვენებელს დადებითად აფასებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომლის ხელმძღვანელი მაია ომიაძე თვლის, რომ წლის პირველი ნახევარში ტურისტული ნაკადების ზრდა მარკეტინგულ კამპანიებსა და ავიარეისების დამატებას უკავშირებს.

როგორ აფასებენ დარგის წარმომადგენლები ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლებს და რამდენად გრძნობენ გასულ წელთან შედარებით გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს - ეს კითხვები BM.GE-მ ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელსა და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრს გიორგი დარციმელიას დაუსვა.

„ტურიზმის მაჩვენებლების შეფასება მხოლოდ საზღვრის კვეთით არ განისაზღვრება და ტურიზმთან პირდაპირ კავშირში არ არის.

ეს მაჩვენებელი უნდა იყოს გაზრდილი, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური სურათი არ გვაქვს, რასაც დავეყრდნობით. იმის მიხედვით, როგორც მთავრობა ითვლის ტურიზმის მაჩვენებელს, ჩვენ დიდ სხვაობას ვერ ვხედავთ. ცალკეულ კომპანიებს თუ შევეკითხებით, სურათი სხვაგვარი იქნება. კონკრეტულად ჩემი კომპანიის მაგალითზე თუ ვიტყვით, 2019 წელთან შედარებით დატვირთულობა მეტია, თუმცა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის იგივეა, რეალური ზრდა არ გვაქვს“, - განმარტა გიორგი დარციმელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები