მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის პერსონალის უწყვეტი დასაქმებისთვის, სხვადასხვა კლინიკასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ - მინისტრი

64662ba6999ac
ინგა მურუსიძე
18.05.23 17:49
717
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალი სხვადასხვა კლინიკებში, არსებული ხელფასით დასაქმდებიან. ასე უპასუხა აზარაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვებს.

„ამ ეტაპისთვის ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიიდან და სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, ასევე სხვა ექსპერტების ჩართულობით, ველოდებით საბოლოო დასკვნებს, სადაც შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, როდის და რა მასშტაბის სამუშაოები უნდა დაიწყოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ხოლო რაც შეეხება იქ დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს, პრემიერმაც მოახსენა საზოგადოებას და მეც იგივეს გავიმეორებ - რომ სამედიცინო პერსონალს არანაირი პრობლემა არ შეექმნება დასაქმების კუთხით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კლინიკასთან, მათი დასაქმების უწყვეტობის კუთხით, დასაქმდებიან სხვადასხვა კლინიკაში, იგივე ღირსეული ხელფასიც, რაც დღეს აქვთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილობრივ დემონტაჟს, ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. მედპრესონალი ხანგრძლივი ვადის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა იმ მოტივით, რომ უმუშევრად დარჩებიან. უკვე დაიხურა რამდენიმე განყოფილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები