მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური და სისხლის ბანკი განთავსდება - მინისტრი

64660cd6c5e7f
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.23 15:39
431
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ინტერპელაციაზე იმყოფება. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მოდერნიზაციის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცენტრალური სისხლის ბანკი, ასევე ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი განთავსდება.

“რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელში გახდება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონის და შესაძლებლობის მქონე სამედიცინო კომპლექსი. უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა. სახელმწიფოს ექნება მძლავრი სამედიცინო კომპლექსი 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა აქ განთავსებული იქნება ცენტრალური სისხლის ბანკი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე,” - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რასაც საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა, რადგანაც რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკა ოპერირებას შეაჩერებს.

მარტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი რეაბილიტაციის პროცესში სამსახურს არ დაკარგავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები