მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის ახალი მაგისტრალის ნაწილი წელს გაიხსნება

6326b7ce522ec
BM.GE
18.09.22 10:06
17562
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე რიკოთის ახალი მაგისტრალის ნაწილი გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52-კილომეტრიანი გზა ექსპლოატაციაში 2023 წლიდან შევა. მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საუბარია ხევი-უბისას და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე. 

„97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი, ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის 4 მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.

„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან, 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე, უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის ახალი მაგისტრალი:

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია)
11.7 კმ. - ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა

22 ხიდი - საერთო სიგრძით 2 კმ.

3 გვირაბი - საერთო სიგრძით 4.3 კმ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს (WB; EIB)

ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია)
12.2 კმ. - ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა

35 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 8.3 კმ.

20 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 9.5 კმ

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს (ADB)

უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია)
13 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა

27 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 6 კმ.

18 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 13.9 კმ.

უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს (EIB)

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია)
14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა

14 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 5 კმ.

12 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 8.5 კმ.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს (ADB)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები