მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ინვესტორმა არ იცის პროდუქციის ფასი, რთულია პროექტის განხორციელება - გერმანიის ელჩი

63823fbaaa531
BM.GE
27.11.22 09:00
838
საქართველოში გერმანიის ელჩი, ერნსტ პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოში არაერთი გერმანული კომპანია ოპერირებს და მათთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მუშახელის სიმცირე წარმოადგენს. ამის შესახებ ელჩა BMG-ს განუცხადა.

„არაერთი გერმანული კომპანია საქმიანობს აქ, საკმაოდ კარგად.. თქვენც ალბათ იცით რამდენიმე მათგანი.. მათ შორის სამშენებლო მასალების სექტორში, სავაჭრო და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის მიმართულებით, საკმაოდ მსხვილ კომპანიებს შევხვედრილვარ, სოფლის მეურნეობის სექტორშიც. აქ რამდენიმე გერმანელი ღვინოსაც აწარმოებს, სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურას ზრდიან…

შევხვდი ქარის ელექტროსადგურის ინვესტორებსაც, მათ პრობლემები აქვთ კვალიფიციური მუშახელის დაქირავების კუთხით. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც შევხვდი, მითხრა, რომ გამოცხადებული აქვს ვაკანსია მაღალანაზღაურებადი ინჟინრის პოზიციაზე, თუმცა, რთულია პოვნა. ასე რომ ეს ნამდვილად არის გამოწვევა. როგორც ვთქვი, არის ბევრი შესაძლებლობა, თუმცა, არის გამოწვევებიც, მაგალითად, განახლებადი ენერგიის სექტორში, რაც ეხება ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის მექანიზმს. ჯერ არ არის, თუმცა ამის შესახებ თანდათან გახდება ცნობილი“, - თქვა ელჩმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს CFD, ელჩი პასუხობს, „დიახ და სხვა, რაღაც ახალი იგეგმება“.

„როცა ინვესტორმა არ იცის პროდუქციის ფასი, რთულია მისთვის პროექტის განხორციელება. ასევე არის არაერთი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია მიწის საკუთრებასთან. ასევე საკმაოდ საინტერესოა მთლიანად ტექნოლოგიების სექტორი, სტარტაპები, შევხვდი რამდენიმე ქართველს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, აქ ვხედავ ტექნოლოგიურ წინსვლას, დიგიტალიზაცია გავრცელებულია, ყველას მოსწონს აპლიკაციების გამოყენება, wi-fi კარგია. ასე რომ, მიმაჩნია, რომ აქ ტალანტი არის, რომელზეც გერმანულ კომპანიებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ.

ასევე გერმანულ კომპანიებს შეუძლიათ საქართველოს გავლით დანარჩენ რეგიონთან დაკავშირება. და პირიქით, ჩვენც შეგვიძლია შემოგთავაზოთ გერმანიაზე წვდომა, სადაც საკმაოდ ძლიერია სტარტაპები, ჩვენი გავლით კი ევროკავშირის ბაზარზეც გაქვთ წვდომა, რომლის ნაწილიც მალე ჩვენ - ორივე მხარე ვიქნებით. თუმცა, შესაძლოა გერმანელებმაც აქ აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტექ. ანტრეპრენერი, რომელიც შესაძლოა მალე გლობალურად გავიდეს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ გეიმინგს არ ეხება, ეხება ასევე აპლიკაციებსაც, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს მსოფლიო განათლების, გარემოს დაცვის, საგზაო მოძრაობის, ფინტექტის კუთხით. ვფიქრობ, ეს ის მიმართულებაა, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება“, - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები