მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება თბილისის ანძის რეაბილიტაცია? - ხმალაძის პასუხი

637c873e79476
ინგა მურუსიძე
22.11.22 12:32
636
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ პირობებზე შეთანხმება მოხერხდება, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყება. ასე უპასუხა ხმალაძემ bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

„თბილისის ანძის პროექტს რაც შეეხება, ეს არის ატრაქციის და ვიზიტორების ცენტრების მოწყობა. დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა ინტერესთა გამოხატვის დასრულება და გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა და წარმოადგინა წინადადება. მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას და დაიწყება პროექტის განხორციელება, თუ პირობებზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები