მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განახორციელა “ბლექ სი გრუპმა” სკოპიეს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია - ინტერვიუ

6339d65c293aa
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.22 22:18
973
კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის 2500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა ამირან მამუჭაძემ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, 5.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელა და მასში 45 ქართველი ინჟინერი იყო ჩართული.

“ეს იყო საკმაოდ რთული პროექტი, რომელიც 62 დღე გრძელდებოდა. ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს აქტიური ტურიზმის სექტორი და შესაბამისად ასაფრენი ბილიკის მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მათთან არის ორი მთავარი აეროპორტი, რომლის ასაფრენი ზოლიც სოციალისტური სისტემის დროს იყო აშენებული. აუცილებელი იყო ამ ბილიკის მთლიანი შეკეთება. ყოველდღიურად 8 საათის განმავლობაში ვკეტავტით ასაფრენს ზოლს და 8 საათის განმავლობაში უნდა ჩავტეულიყავით ყოველდღე დადგენილი გეგმის შესასრულებლად. დილით რვა საატზე იკეტებოდა ეს ასაფრენი ბილიკი და საღამოს 5 საათზე უკვე იხსნებოდა და 4-5 ათასი კვადრატული მეტრის სექცია ახალი დაგებული უკვე შედიოდა ექსპლოატაციაში. ანუ ვახდენდით ძველი ბილიკის დემონტაჟს და მის ადგილზე ახალის მოწყობას.

თავად ასაფრენ ბილიკზე მუშაობისას გამორიცხული უნდა იყოს ერთი პროცენტის შეცდომა ან დროში დაგვიანება, რადგანაც როგორც კი მთავრდება სამუშაო დღე, ბილიკი იხსნება და მასზე საკმაოდ ბევრი თვითმფრინავი ეშვება. ამაზეა დამოკიდებული საავიაციო უსაფრთხოება და არ შეიძლება ან მოჭიდება ან რაიმე პარამეტრი, თუნდაც ტკეპნის არ შეესაბამებოდეს სტანდარტს”- განაცხადა ამირან მამუჭაძემ.

“ბლექ სი გრუპის” ხელმძღვანელის განცხადებით, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში მათ 2016 წელს თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტი დაეხმარათ, რაც 96 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამირან მამუჭაძის განცხადებით, კომპანიამ ახლახანს გაიმარჯვა ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის ტენდერშიც, რისი შესანამისი სამუშაოებიც კომპანიამ 14 დღეში უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები