მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება და როდის გაიხსნება აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სასტუმრო "აღობილი" - ფოტო

5df200ac597cb
თელარა გელანტია
12.12.19 13:04
12086
აბასთუმანში, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის სასტუმრო „აღობილის“ მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

როგორც bm.ge-ის კომპანია „რედიქსში“ განუცხადეს, სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ დოლარია.

პროექტის თანახმად, სასტუმრო 140 თანამედროვე ნომერს, 4 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ აუზს, სპა ცენტრს, ფიტნეს ცენტრს, კაფეს, გამაჯანსაღებელ და სარეაბილიტაციო ცენტრს და გამწვანებულ და კეთლმოწყობილ პარკს მოიცავს.

ინვესტორი კომპანიის ინფორმაციით, ულტრათანამედროვე სასტუმროს სამშენებლო ფართობი 24, 587 მ2-ია, ხოლო სრული ტერიტორია - 71, 488 კვადრატული მეტრი.

მშენებლობის პროცესში ადგილზე 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სასტუმროს გახსნის შემდეგ კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმრო „აღობილში“ 85 პირი დასაქმდება.

„აღობილის“ სასტუმროს პროექტში „რედიქსის“ გარდა, ინვესტორი საპარტნიორო ფონდია, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფონდიდან თანხები ჯერ არ აუთვისებიათ. საუბარია, 7.5 მლნ დოლარზე, რომელიც 2020 წელს უნდა აითვისონ.

ცნობისთვის: ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, პროექტი ვადებში ვერ განხორციელდა და პირგასამტეხლოები დაეკისრა, თუმცა 2014 წელს მთავრობის განკარგულებით, ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. რამდენიმე წლის შემდეგ, გასულ წელს სასტუმროს მშენებლობა განახლდა. 










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები