მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ჯგუფებშია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელი - გაბუნიას რეკომენდაცია

6135e990bbd29
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 14:33
734
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებისა და მათი თავიდან აცილების საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში დაწესებული რეგულაციები პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევაშიც ეფექტური აღმოჩნდა.

მინისტრის მოადგილემ ის ჯგუფები დაასახელა, რომელთან გრიპის ვაქცინით აცრა აუცილებელია.

"გრიპის ვაქცინაცია როგორც გასულ წელს, წელსაც ჩატარდება. საინტერესო იყოს ის, რომ გასულ წელს გრიპის ეპიდემიას ველოდით, თუმცა როგორც ჩანს პირბადე და სოციალური დისტანცირება ისევე ებრძვის ვირუსს, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ღონისძიება. შარშან ეს პრობლემა ჩვენთვის ნამდვილად არ დასმულა, თუმცა წელს სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. „დელტა შტამს“ განსხვავებული ქცევა ახასიათებს და საყურადღებოა გრიპის პრევენციის ღონისძიებების დროული დაწყება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმ ჯგუფებშია აუცილებელი, ვინც მაღალი რისკის ქვეშაა. განსაკუთრებით ვაქცინაცია ტარდება ორსულებში, დიაბეტის მქონე პირებში, დიალიზზე მყოფ პაციენტებში და ასევე ყველა იმ ჯგუფებში, ვისაც გრიპის შემდგომი გართულებების მაღალი რისკი აქვს. ეს ჯგუფები შენარჩუნდება და რეკომენდაციაა, რომ ამ მდგომარეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში იქნებოდა“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები