მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გაიზრდება ტემპერატურა ყველაზე შესამჩნევად?

64b7dbf97925d
სალომე ხიდურელი
19.07.23 23:55
3959
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ ევროპაში არსებული შენობები “სათბურების მსგავსია” და ცხელი დღეებისთვის თავშესაფრად არ გამოდგება - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

კვლევის თანახმად, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია დედამიწის ტემპერატურის 1.5 გრადუსზე მეტ ზრდას “სახიფათოდ მოუმზადებლები” შეხვდნენ. მკვლევრების თქმით, ტემპერატურის მსგავსად დრამატული ზრდა კონდიციონერებს, ვენტილატორებსა და ფანჯრის დარაბებს მოითხოვს. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ნავარაუდებია, რომ კონდიციონერების მოხმარების ზრდა სათბურის აირების ემისიებსაც გაზრდის, რაც თავისთავად უწყობს ხელს გლობალურ დათბობას - ამ ყველაფერს კი კლიმატის ცვლილების მავნებელ წრემდე მივყავართ.

კვლევის თანაავტორი, დოქტორი ნიკოლ მირანდა, euronews-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ინფრასტრუქტურა ცხელ ამინდებზე გათვლილი არ არის. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს უკვე მოუხდა ამ წინაღობასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი სიცხის ტალღები დაფიქსირდა.

პრობლემა ისაა, რომ ჩრდ. ევროპაში სახლები ისეა მოწყობილი, რომ ცივ ზამთარში ტემპერატურა დააკავოს და არა პირიქით - გაგრილებისთვის. კვლევის ავტორი იმასაც აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის ადაპტირება კონდიციონერების გამოყენების პრევენციასაც მოახდენს, რაც გლობალური დათბობისთვისაც კარგია.

რომელ ქვეყნებში გაიზრდება ტემპერატურა ყველაზე შესამჩნევად?

კვლევის თანახმად, 10 ქვეყნიდან, რომლებშიც ტემპერატურის ზრდა ყველაზე არაკომფორტულად შესამჩნევი იქნება, 8 სწორედ ჩრდილოეთ ევროპაშია.

იმ შემთხვევაში, თუ პლანეტის დათბობის საშუალო მაჩვენებელი 1.5 გრადუსს გადააჭარბებს, ირლანდიაში ექსტრემალურად ცხელი დღეების რაოდენობა 38%-ით გაიზრდება. ჩამონათვალში მეორე ადგილზე ნორვეგიაა 28%-იანი ზრდით. იგივე მაჩვენებელი აქვთ ფინეთსა და შვედეთსაც. ავსტრიაში ცხელი დღეების ალბათობა 25%-ით მოიმატებს, კანადაში, დანიასა და ახალ ზელანდიაში კი 45%-ით.

მკვლევრების თქმით, ეს მონაცემები მხოლოდ დაახლოებითია და არ ითვალისწინებს ისეთ ექსტრემალურ მოვლენებს, როგორებიც სიცხის ტალღა (heatwave) და მწვავე გვალვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები