მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონში გაიცა მშენებლობისთვის ყველაზე მეტი ნებართვა? - საქსტატი

კორსპუსის მშენებლობა
BM.GE
01.08.23 09:30
6

საქართველოში იანვარ-ივნისში მშენებლობის 5 059 ნებართვა გაიცა, რაც 0.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, სამშენებლო ფართი კი, რომელზედაც ეს ნებართვები გაიცა 25.4%-ით 3 მილიონ 996 ათას კვ.მ.-მდე გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა დედაქალაქშია გაცემული და რეიტინგში თბილისის შემდეგ მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი ლიდერობენ. ამ პერიოდისთვის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 48%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 9.3%;
  • ქვემო ქართლი - 9.2%;
  • იმერეთი - 7.4%;
  • აჭარა - 6.5%;
  • კახეთი - 6.3%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.1%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3.1%;
  • შიდა ქართლი - 3%;
  • გურია - 1.4%;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.7%.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ნებართვები საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები